ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში, 2019-2021 წლებში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფინანსებული მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაფინანსებული სახელმძღვანელოების, საერთაშორისო პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული მონოგრაფიის, მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების, ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიებისა და სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების პრეზენტაციები გაიმართა.
სამეცნიერო კვირეულის გახსნის ღონისძიებას თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.